ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში პოლიციის უფროსი მოკლეს


რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დაღესტანში მახაჩყალის პოლიციის უფროსი მოკლეს. ჩრდილოეთ კავკასიაში მოჯახედების თავდასხმების შედეგად უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსეთის სპეცდანიშნულების და პოლიციის ძალების 16 წარმომადგენელი დაიღუპა.

დაღესტანის დედაქალაქის პოლიციის უფროსი ახმედ მაგომედოვი თავის ორ პირად მცველთან და მძღოლთან ერთად უცნობმა თავდამსხმელებმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

წინა დღეს ქალაქ იზერბაშში დაღესტანის კონტრ-ტერორისტული სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ააფეთქეს.

ამასობაში ჩეჩნეთში პარტიზანებმა რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების 5 ოფიცერი გამოასალმეს სიცოცხლეს და 7 ჯარისკაცი დაჭრეს.


XS
SM
MD
LG