ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მესაზღვრეებმა შვიდი სამოქალაქო პირი მოკლეს


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, მესაზღვრეებმა შვიდი სამოქალაქო პირი მოკლეს, რომლებიც შეცდომით მოჯახედებად ჩათვალეს.

საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის, აბდულ რაზიქის განცხადებით, ეს ინციდენტი ყანდაარის პროვინციის შუბარაკის რაიონში მოხდა. შუბარაკი პაკისტანის საზღვრთან ახლოს მდებარეობს.

დაღუპულები ტყეში შეშას აგროვებდნენ, როდესაც ექვს-კაციანმა პატრულმა მათ ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე პოლიციელები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს გამოძიება.


XS
SM
MD
LG