ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ორი ახალი რაკეტის წარმოება დაიწყო


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო წყაროების განცხადებით თეირანმა ორი ახალი რაკეტის წარმოება დაიწყო. ირანის თავდაცვის მინისტრის აჰმად ვალიდის თქმით ქაემის და თუფან-5-ის ტიპის რაკეტების საწარმოო ქარხნები დღეს ამუშავდა.

პირველი ტიპის რაკეტები ძირითადად შვეულმფრენების წინააღმდეგ არის მიმართული, მეორე რაკეტა კი რომელსაც ორი საბრძოლო ქობინი ექნება ტანკების და ჯავშანმანქანების გასანადგურებლად არის გამიზნული.

ეს ინფორმაცია ირანულმა მედიამ ისლამური რევოლუციის 31-ე წლისთავის აღმნიშვნელ საზეიმო ცერემონიას დაამთხვია.



XS
SM
MD
LG