ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მისიონერი გაათავისუფლეს


ჩრდილოეთ კორეამ გაათავისუფლა ამერიკელი მისიონერი რომელც უკვე თვეზე მეტია დაკავებული იყო.ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ რობერტ პარკი პეკინში დღეს ჩაფრინდა და დღის ბოლოს შეერთებულ შტატებში ჩავა.

შეგახსენებთ რომ პარკი 25 დეკემბერს დააკავეს, როდესაც იგი გაყინული მდინარის ტუმენის გადაჭრას ცდილობდა. მდინარე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში მიედინება. მისიონერს ხელში ბიბლია და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჯონგი მეორისთვის განკუთვნილი წერილი ეჭირა.

წერილში რობერტ პარკი ლიდერს მოუწოდებდა პოსტის დატოვებასა და ქვეყნის სისასტიკით ცნობილი ციხეების გაუქმებას.ჩრდილოეთ კორეის მედიის თანახმად, რობერტ პარკმა აღიარა დანაშაული და იქვე დაამატა რომ ჩრდილოეთ კორეა პატივს სცემს ადამინის უფლებებს და მათ თავისუფლებას.



XS
SM
MD
LG