ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დედაქალაქი 50 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლმა დაფარა


ამერიკის დედაქალაქი და მისი გარეუბნები თითქმის 50 სანტიმეტრი თოვლითაა დაფარული. დედაქალაქში ხალხისა და მანქანების მოძრაობა პარასკევს საღამოს შემცირდა. სხვა სამსახურებთან ერთად, დაიუხრა ფედერალური ოფისებიც.

როგორც ა.შ.შ.-ის მეტეოროლოგიური ეროვნული ცენტრი აცხადებს, დღის ბოლომდე ქალაქში 70 სანტიმეტრი თოვლი მოვა. თოვლთან ერთად, ხილვადობას ქარბუქიც უშლის ხელს. ძლიერმა ქარმა ასევე გამოიწვია ელეკტროენერგიის მიწოდების შეფერხება და ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. 1922 წლის იანვრის შემდეგ, დედაქალაქს მსგავსი თოვლი არ უნახავს.


XS
SM
MD
LG