ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი ქართველი ტყვე მოხვდა. ჭიათურის მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი პატიმარი სრულიად შემთხვევით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით აღმოჩნდა. იგი სოფელ ზემო ნიქოზში, გარდაცვლილი ნათესავის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. მეორე დღეს კი გაუჩინარდა. ნიქოზელები აცხადებენ, რომ რაკი ახვლედიანი ნიქოზელი არ იყო და სოფლის შემოგარენს არ სცნობდა, მას გზა აერია და ქართველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც ის ოსმა მილიციელებმა დააკავეს.
ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ სახლი,რომელსაც მალხაზ ახვლედიანი სტუმრობდა სოფლის განაპირას, ცხინვალთან ძალიან ახლოს დგას. ამიტომ , უცხო, მარტო მყოფ ადამიანს გზა შესაძლოა ადვილად არეოდა. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი საგანგებო ნიშნულები, რაც ქართველებისა და ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დააფიქსირებდა. ამიტომ რთულია გარკვევა იმისა, სად მთავრდება საქართველოს იურისდიქცია და იწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრები. გორის საკრებულოს დეპუტატი ნიქოზიდან, კახა ერგემლიძე აცხადებს, რომ ნიქოზსა და ცხინვალს შორის საერთო საზღვარი, 8–9 კილომეტრზე გრძლედება, საგუშაგო კი მხოლოდ სამ ადგილასაა. ასე რომ, შესაძლოა სოფლის ტერიტორიას ისე გასცდე, ამის შესახებ არც არაფერი იცოდე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი აცხადებს, რომ იგი პირადად შეეცდება ცხინვალის ციხეში მყოფი მორიგი ქართველი ტყვის განთავისუფლების თობაზე დაელეპარაკოს დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს. ჯუღელის ვარაუდით მათი, შეხვედრა, ორშაბათს შედგება და სიახლეს მალხაზ ახვლედიანის ბედის შესახებ სწორედ ამ დროისთვის უნდა ველოდეთ.
დაკავებულის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებმა აღარ უნდა დააკავონ ადამიანები, რომელიც საზღვარს შემთხვევით გადაკვეთენ. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია: „მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლოვ განთავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ოსური მხარე უარს ამბობს მალხაზ ახვდელიანის განთავისუფლებაზე, რაც აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლიც მოითხოვს მალხაზ ახვლედიანის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას.“
პარალელურად, ცხინვალის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევნა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ჟენევის მოლაპარაკებებით, რადგან მას ოსური მხარითვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. ბრიფინგზე იგი იმითაც დაიმუქრა, რომ ოსური მხარე დატოვებს მოლაპარაკებებს, მხოლოდ ამას მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდის გართვის შემდეგ გადაწყვეტს.