ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამერიკის მოქალაქის გაათავისუფლებს


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამერიკის მოქალაქის რობერტ პარკის გათავისუფლებას აპირებს, რომელიც დეკემბერში ქვეყანაში უკანონოდ შესვლისათვის დააპატიმრეს. რობერტ პარკი ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლების დაცვის საკითხის გააქტიურების მიზნით ჩავიდა.
ტიზერი
ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტოს ცნობით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარკმა ჩადენილი დანაშაული გულწრფელად მოინანია.
რობერტ პარკი ჩრდილოეთ კორეაში 25 დეკემბერს, შობა დღეს ჩავიდა. ის თავის თავს ჯვაროსანს უწოდებდა, და სურდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი დაერწმუნებინა საკონცენტრაციო ბანაკების გაუქმებაში.


XS
SM
MD
LG