ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ავღანეთის სტრატეგიის შესახებ ისაუბრებს


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი გასულ ღამეს თურქეთში გაფრინდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მინისტერიალზე განიხილავენ ავღანეთი იქნება. გეითსთან ერთად შეხვედრას ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები და ავღანეთში მოქმედი ნატოს სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალიც დაესწრებიან.

გენერალს პრეზიდენტი ობამას ახალი სტრატეგიის განხორციელების მცდელობით, ავღანეთში დისლოცირებული მრავალი ქვეყნის სახედრო ზალების კოორდინირება უწევს. ეს სტრატეგია ავღანეთში დამატებით ოცდაათი ათასი ამერიკელი და შვიდი ათასი მოკავშირე ჯარისკაცის გადასროლას და ასევე ავღანეთის არმიის და პოლიციის ძალების გაფართოებასაც ითვალისწინებს.

ორმხრივი მოლაპარაკებების ჩასატარებლად სტამბოლიდან თავდაცვის მდივანი ჯერ ანკარაში, შემდეგ რომში და ბოლოს პარიზში გაემგზავრება. პენტაგონის პრეს-მდივანი ჯეფ მორელი აცხადებს, რომ შეხვედრებისას უმრთავრესი თემა კვლავ ავღანეთი იქნება:

„ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან სამხედრო დარგში ბუნებრივია მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება. ჩემის აზრით, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ფრთხილად ეპყრობა ამ ქვეყნებთან არსებულ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს.“

თავდაცვის მდივანი იშვიათად ჩადის ხოლმე დასავლეთ ევროპაში, მაგრამ პენტაგონის პრეს-მდივნის თქმით, ეს ტენდენცია მომავალში შეიძლება შეიცვალოს.


XS
SM
MD
LG