ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები კალინინგრადში

რუსეთის მთავრობამ ბალტიისპირეთის კალინინგრადის ანკლავში შაბათს გამართული მრავალათასიანი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების გამოძიება დაიწყო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი მოსკოვიდან იუწყება, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია „ედინაია როსია“ საპროტესტო აქციების მიჩქმალვას ცდილობს და დემონსტრაციებს ოპოზიციის პროვოკაციებს უწოდებს.

კრემლის ოფიციალური პირები, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის წარმომადგენლის ილია კლებანოვის ჩათვლით, კალინინგრადში იმყოფებიან, სადაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დემონსტრაციების მიზეზებს იკვლევენ.

ორშაბათს, კლებანოვის ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი კალინინგრადში იმყოფებოდა, მაგრამ მისი ჩასვლის მიზეზი არ გაამხილა. ხოლო სამშაბათს „ედიანაია როსიას“ პარტიის წამყვანმა წევრმა სერგეი ნევეროვმა „ეხო მოსკვის“ რადიოს მოახსენა, რომ ოფიციალური პირები რეგიონალურ და ქალაქის პარლამენტში ფრაქციებს შეხვდებიან. ამას გარდა, საპროტესტო დემონსტრაციების მიზეზების გასაკვლევად კალინინგრადში ვიზიტის განრიგში შედიოდა შეხვედრები სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან.

რუსეთის პოლიციის ცნობით კალინინგრადში გამართულ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში ექვსი ათასი აქტივისტი მონაწილეობდა, მაგრამ დემონსტრანციების ორგანიზატორების თქმით აქტივისტების რიცხვი ათ ათას უდრიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი კი კიდევ უფრო დიდ რიცხვს ასახელებს.

ადგილობრივი ხელისფულება ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას არ ელოდა. დემონსტრაციაში მონაწილეობდა ოპოზიციური ჯგუფების ფართო სექტრი, კომუნისტებისა და ნაციონალისტების ჩათვლით. ისინი მაღალი სატრანსპორტო გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაგრამ ამას გარდა გაისმოდა პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები, პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომის ჩათვლით.

ამ მოვლენების კვალობაზე მოსკოვის მუნიციპალურმა მთავრობამ გადაიფიქრა გარეუბნებიდან დედაქალაქში მიმავალ მატარებლებზე მგზავრობის გადასახადის შემოღება, რომელიც გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მიხედვით იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვის მთავრობას დედაქლაქში მსგავსი პროტესტების ეშინია.

ოპოზიციის ლიდერმა ბორი ნემცოვმა, რომელიც კალინინგრადში გამართულ დემონსტრაციაზე გამოვიდა, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კალინინგრადის მცხოვრებლნი ჩიხში არიან მოქცეულნი, რადგან ანკლავიდან რუსეთში მგზავრობა ძვირია და ევროპის სავიზო მოთხოვნების გამო დასავლეთში მგზავრობა შეუძლებელია. მისი თქმით, კალინინგრადელები შექმნილ მდგომარეობასა და სხვა პრობლემებს ბატონ პუტინს აბრალებენ.

ნემცოვის თქმით კალინინგრადელების უკმაყოფილებას იწვევს ანკლავში გამეფებული კორუფცია, ის რომ მათ საკუთარი გუბერნატორის არჩევის უფლება არა აქვთ და, რომ ისინი ცენტრისგან იზოლირებულები არიან. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ანტი-სამთავრობო დემონსტრაციაში სწორედ ამ პრობლემების ფონზე მოხდა.

„ედინაია როსიას“ პრეს სამსახურმა ამერიკის ხმას კომენტარზე უარი უთხრა.

აღსანიშნავია, რომ „ედინაია როსიას“ ვებ გვერდზე კალინგრადში მომხდარ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებთან დაკავშირებით მაღალჩინოსანი ოფიციალური პირების სულ ცოტა ცხრა განცხადება გამოქვეყნდა. ამ განცხადებების უმეტესობა მომხდარი მოვლენების მნიშვნელობას განგებ ამცირებს. ხსნებეული განცხადებები აგრეთვე გმობს ოპოზიციას დემონსტრანტების თითქოსდა დეზინფორმირებისთვისა და მათ შორის პროვოკაციების მოწყობისთვის.

პარლამენტის წევრი ირინა იაროვაია ინტერნეტზე მოთავსებულ განცხადებაში აცხადებს, რომ კალინინგრადში გამართული დემონსტრაცია ოთხმოცდაათიანი წლების გადმონაშთი იყო, როცა ოპოზიციის მოქმედებების გამო დემოკრატიის ცნებამ უარყოფითი დატვირთვა მიიღო. მისი თქმით, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება თითქოს ოპოზიციის უცხოელმა მეგობრებმა პროვოკაციის მოსაწყობად გარკვეული თანხა გაიღეს.

ამასობაში „ედინაია როსია“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ამ შაბათ-კვირას კალინინგრადში პარტიის ეგიდით საპასუხო დემონსტრაცია იგეგმება.

კალინინგრადის მთავარი გაზეთის „დვორნიკის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი შაბუნინმა აღნიშნა, რომ „ედიანა როსიას“ ქალაქში საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერები უბრალოდ არ ჰყავს და ამდენად ისინი დემონსტრაციის მოწყობას მხოლოდ ხალხის მოსყიდვისა ან მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღების მუქარით თუ შესძლებენ. შაბუნინმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა არაფერი იციან იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდება მთავრობა ეკონომიკურ დაღმასლვას.

შაბუნინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მართალია ბატონმა პუტინმა პენსიები გაზარდა, მას არ ესმის ის, თუ როგორ მოხერხდება მათი დაფინანსება, თუ რუსეთში ეკონომიკური ზრდა არ შეინიშნება. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიუხედავად აშკარაა ის, რომ ხალხი სამუშაოსა და ხელფასებს კარგავს. შაბუნინი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების განხილვა ეროვნულ ტელევიზიაზე აკრძალულია და ეთერში მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადის.

დემონსტრანტების რისხვა აგრეთვე კალინინგრადის გუბერნატორის გეორგი ბუსის მიმართულებით გაისმა. ბუსი 2005 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დანიშნა. აღსანიშნავი ისიც არის, რომ სწორედ პუტინმა ქვეყანაში გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები გააუქმა. ბუსის გუბერნატორობის ვადა მიმდინარე წლის განმავლობაში დასრულდება.

კალინინგრადის გუბერნატორი „ედინაია როსიას“ წევრია. მან უარი განაცხადა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის უფლების მიცემა დაუბრუნდებათ. გადაწყვეტილებას ბუსის ხელახლა დანიშნვნის შესახებ კრემლი მიიღებს.

რუსეთის მთავრობამ ბალტიის პირეთის კალინინგრადის ანკლავში შაბათს გამართული მრავალათასიანი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების გამოძიება დაიწყო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი მოსკოვიდან იუწყება, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია „ედინაია როსია“ საპროტესტო აქციების მიჩქმალვას ცდილობს და დემონსტრაციებს ოპოზიციის პროვოკაციებს უწოდებს.

კრემლის ოფიციალური პირები, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის წარმომადგენლის ილია კლებანოვის ჩათვლით, კალინინგრადში იმყოფებიან, სადაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დემონსტრაციების მიზეზებს იკვლევენ.

ორშაბათს, კლებანოვის ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი კალინინგრადში იმყოფებოდა, მაგრამ მისი ჩასვლის მიზეზი არ გაამხილა. ხოლო სამშაბათს „ედიანაია როსიას“ პარტიის წამყვანმა წევრმა სერგეი ნევეროვმა „ეხო მოსკვის“ რადიოს მოახსენა, რომ ოფიციალური პირები რეგიონალურ და ქალაქის პარმანეტში ფრაქციებს შეხვდებიან. ამას გარდა საპროტესტო დემონსტრაციების მიზეზების გასაკვლევად კალინინგრადში ვიზიტის განრიგში შედიოდა შეხვედრები სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG