ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ბიუჯეტის 20% თავდაცვას მოხმარდება


პრეზიდენტ ობამას მიერ კონგრესისთვის წარდგენილი მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის 20% თავდაცვის დეპარტამენტს მოხმარდება. ბარაქ ობამა ამ მიზნისთვის 708 მილიარდ დოლარს ითხოვს. ეს 3,4%-ით მეტია შეერთებული შტატების დღევანდელ ბიუჯეტზე.

პენტაგონის მიერ შედგენილი გეგმა ავღანეთსა და ერაყში ომის მოგებას ითვალსიწინებს. ამერიკა ასევე მზად უნდა იყოს მოიგოს ნებისმიერი ომი მომავალში გლობალურ თუ რეგიონალურ სახელმწიფოებთან. გარდა ამისა გათვალისწინებულია ტერორისტული დაჯგუფებებისგან მომავალი საფრთხეების გაუვნებელყოფა და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების კოსმოსში გადატანა.

ამერიკელი სამხედროების გეგმის მიხედვით გათვალსიწინებულია შეერთებული შტატების რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემების დახვეწა თანამედროვე რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამგვარი იარაღი კი რამდენიმე ქვეყნას გააჩნია მათ შორის ირანს და ჩრდილეოთ კორეას.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის რობერტ გეთსის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა ამჟამად მიმდინარე ომებშიც უნდა გაიმარჯვონ და მომავალზეც იფიქრონ:" ჩვენ ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ მომავალ რისკებს, დავსახოთ პრიორიტეტები და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მოვემზადოთ პოტენციურ მოწინააღმდგესთან დაპირისპირებისათვის."

პენტაგონის მიერ წარდგენილი გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ბატონი გეითსის განცხადებით სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებასთან ერთად იგეგმება სახელმწიფო დეპარტამენტთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიოში სტაბილობის განმტკიცების და მომავალი კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში. შეერთებული შტატები დაინტერსებული თავიდან აირიდოს მომავალი კონფლიქტები და მოკავშირე სახელმწიფოებს აღმოუჩინოს დახმარება სამხედრო კონფლიქტების პრევენციის მიზნით.

პენტაგონის სტრატეგიული გეგმის მიხედვით შეერთებული შტატებს უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება ერთდროულად მიმდინარე ორ სამხედრო კონფლიქტში, მსოფლიოში მიმდინარე წვრილმან რეგიონალურ შეჯახებებთან ერთად და ამავე დროს გაიმკლავდეს ბუნებრივ კატაკლიზმებს. რობერტ გეითსის განცხადებით:" ჩვენი მწარე გამოცდილებიდან ცნობილია რომ ის ომები რომლებშიც ვმონაწილეობთ ძალზე იშვიათად არის ჩვენს მიერ დაგეგმილი. ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად."

პენტაგონის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია რომ ერაყსა და ავღანეთში ნაომარი სამხედროები გარკვეულ ფსიქოლოგიურ სტრესებს განიცდიან და ამის გამო უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მათი რეაბილიტაციის პროცესს.

პენტაგონის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით თანამედროვე ომის პირობებში აუცილებელია უფრო მეტი ჯავშანტექნიკა, საბრძოლო შვეულმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიპარტიზანული სპეცდანიშნულების რაზმების მომზადება. გარდა ამისა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია კიდევ 33 მილიარდი დოლარი ავღანეთში გასაგზავნად გამზადებული დამატებით 30 000 კაციანი სამხედრო კონტიგენტის დასაფინასებლად.

XS
SM
MD
LG