ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ეკონომიკის ახალი გეგმის პოპულარიზაციას ცდილობს


პრეზიდენტი ობამა ეკონომიკის გაუმჯობესებისადმი მიძღვნილი მისეული გეგმის პოპულარიზაციას ცდილობს. ობამა ადგილობრივი უმნიშვნელო ბანკებისთვის 30 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის მიცემას გეგმავს, რათა ამ ბანკებს თავისმხრივ მცირე ბიზნესებისთვის კრედიტების გაცემა გაუადვილდეთ. პროგრამის დასაფინანსებას უოლ სტრიტის მიერ სახელმწიფო სასტიმულო პაკეტის ვალის დაბრუნების ხარჯზე აპირებენ. მოელიან, რომ ნიუ ჰემპშირის შტატში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ობამა მცირე ბიზნესებისთვის შეღავათების მიცემის გეგმაზეც ისაუბრებს:

„დრო მოვიდა, რომ ვაშინგტონმაც ჩვეულებრივი ოჯახებისა და კომპანიების მსგავსად შედარებით დაბალი სტანდარტები დაისახოს. ახლა ჩვენ ის მაინც უნდა გადავარჩინოთ, რის გადარჩენაც გვძალუძს“. განაცხადა პრეზიდენტმა ნიუ ჰემპშირში გამგზავრებამდე.


XS
SM
MD
LG