ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის რეაგირება ჰაიტის მიწისძვრაზე


ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დასალევი წყლის, საკვები პროდუქტის, მედიკამენტებისა და უამრავი სხვადასხვა მომსახურების გადაუდებელი საჭიროება შეიქმნა. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ჰაიტიში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ძალა გაგზავნა, რამდენიმე ქვეყანამ ამერიკის ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. შეერთებული შტატების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს იმის საშუალება, რომ დიდი რაოდენობით ტვირთი და პერსონალი მოკლე ვადაში გადაიყვანოს სხვა ქვეყანაში დახმარების აღმოსაჩენად.

შეერთებული შტატების ჰაიტის მიწისძვრაზე რეაგირება მსგავსი ოპერაციის ჩატარების პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

2004 წელს ვაშინგტონმა ინდონეზიის ცუნამის შემდეგ სწორედ სამხედრო გემები გაგზავნა დახმარების აღმოსაჩენად და 2005 წელს, როცა ქარიშხალმა კატრინამ შეერთებული შტატების სამხრეთი თითქმის მთლიანად დაანგრია, შიდა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისთვისაც ჯარი იქნა გამოყენებული.

ამერიკის საზღვაო ძალების ვიცე ადმირალი ადამ რობინსონი აცხადებს, რომ „ჩვენ მომზადებული ვარ და მუდმივ მზადყოფნაში ვიმყოფებით საბრძოლო ვითარებაში ქირურგიული და ტრავმატოლოგიური დახმარების აღმოსაჩენად. ამ მომზადებაში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაც შედის."

ვიცე ადმირალი რობინსონი ამერიკის საზღვაო ძალების მთავარი ექიმია. მისმა სამსახურმა ათასობით ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალი გამოყო ჰაიტიში წასასვლელად და დაშავებული ხალხისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

ამერიკული საძღვაო ძალების სამედიცინო დანიშნულების გემი დღეს ჰაიტიში ყველაზე დიდი სამედიცინო ნაგებობაა. გემი ჰაიტის დედაქალაქ პორტ ო პრენსის პროტთან ახლოსაა გაჩერებული და 1000 პაციენტის სტაციონარული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ამერიკის ჯარები ხმელეთზეც ეწევიან ჰაიტის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას. ამასთან ერთად, სწორედ ამერიკელი ჯარისკაცები ამუშავებენ ჰაიტის აეროპორტს, მათ გაასუფთავეს ნაწილობრივ დანგრეული ჰაიტის პორტი იმისთვის, რომ პორტს გემების მიღება შეძლებოდა და ამერიკული შველმფრები და სამხედრო მანქანები არიგებენ ჰუმანიტარულ დახმარებას როგორც პორტ ო პრენსში ასევე ჰაიტის სხვა ქალაქებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფრონტაციისა და ძალადობის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული დახმარების მიწოდება ამ ინციდენტების გამო არ შეჩერებულა.

ამერიკის არმიის გენერალ ლეიტენანტი კენ კინი ჰაიტიში ამერიკის შეიარაღებული ძალების ჰუმანიტარული ოპერაციის მეთაურია. გენერლის განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა ჰაიტელებს დაანახეს, რომ მათი მიზანი ჯაიტის დახმარება და არა დაპყრობაა.

ლენერალ ლეიტენენტი კინის თქმით: „ძირითად შემთხვევებში საკმარისი რაოდენობის თარჯიმნები გვყავს იმისთვის, რომ საზოგადოების ლიდერებთან კომუნიკაცია დავამყაროთ, ავუხსნათ მათ რის გაკეთებას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ, რატომ ვარ მათ ქვეყანაში და რისი მიღწევა გვსურს."

ვიცე ადმირალის განცხადებით, მათ, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკის ჯარები ჰაიტიში იმაზე მეტ ხანს დარჩებიან ვიდრე საჭიროა, მოუწევთ მოიცადონ და თვითონ ნახონ რა მოხდება რამდენიმე თვეში. მისივე თქმით, ამერიკის ოპერაცია ჰაიტიში იგივე ზომისაა, როგორც ის ინდონეზიის ცუნამის შემდეგ აღმოჩენილი დახმარების დროს იყო. ამერიკამ მაშინაც 20 გემი და 6 ათასი ქვეითი ჯარისკაცი გაგზავნა ჰუმნიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

ვიცე ადმირალი რობინსონის განცხადები, „ჩვენ შევდივართ, ვეხმარებით და ამის შემდეგ ქვეყნიდან გამოვდივართ."

ადმირალი რობინსონის პროგნოზით ჰაიტის შემდეგი 12 თვის განმავლობაში დასჭირდება დახმარება.

შეერთებული შტატების ხელისუფლება ჰაიტიში ამერიკული ჯარის სამომავლო როლს განიხილავს. ჯარების დანიშნულების განსაზღვრა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც სამხედრომ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც დაუყოვნებლივ იყო საჭირო ჰუმანიტარული ტვირთის მისაღები და დასარიგებელი სისტემის ასაწყობად.

პენტაგონის პრეს მდივანი ჯეფ მორელის თქმით, „ის, თუ რას ნიშნავს როლის დადგენა, ახლა განიხილება პენტაგონში და ადმინისტრაციის გარკვეულ წრეებში."

ადმირალი რობინსონი კი ამბობს: „ჩვენ ჰაიტიში დავრჩებით იმ დრომდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით იმაში, რომ დაშავებულ ხალხს კომპეტენტური სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდება."

ამ ეტაპზე და ახლო მომავალში კი, ამერიკელი სამხედრო პერსონალი, ამერიკელი სამოქალაქო პირებთან და სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელბთნ ერთად დანგრეული ჰაიტის დასახმარებლად მუშაობს.


XS
SM
MD
LG