ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უვიზო მიმოსვლა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის


საქართველოს ხელისუფლება კომენტარს აკეთებს რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით

-რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელუსუფლებას შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება ცინიკური ნაბიჯი იქნება. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ კრემლი რუსულ პასპორტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიგებს ! - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოგეხსენებათ, ა.წ. 27 იანვარს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც გულისხმობს ყოველგვარ უარყოფას სამხედრო მოქმედებების ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სტრატეგია დაფუძნებულია ხალხის მონაწილეობაზე, ჩართვაზე კონფლიქტების დარეგულირებაში. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაზე ირონიით სვავს კითხვას, თუ როგორ დაამყარებს თბილისი ურთიერთობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ბაღაფშისა და კოკოითის გვერდის ავლით? აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში მოსკოვის ირონიის მიუხედავად, უდაოდ წინგადაგმული ნაბიჯია.


XS
SM
MD
LG