ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელ თალიბთა ლიდერი მკვდარია


შეერთებული შტატების გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ოფიციალური პირები მზარდი დაჯერებულობით ამტკიცებენ, რომ პაკისტანელ თალიბთა ლიდერი უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

დღევანდელმა „ნიუ იორკ თაიმსმა" და „ვაშინგტონ პოსტმა," ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყდნობით, გამოაქვეყნეს ცნობები რომელთა თანახმად ისინი 90 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ ჰაკიმულა მეჰსუდი გარდაიცვალა.

კვირას პაკისტანელ თალიბთა წარმომადგენელმა უარყო ცნობები მეჰსუდის სიკვდილის თაობაზე.

პაკისტანის არმია მეჰსუდის სიკვდილთან დაკავშირებით ინფორმაციას იძიებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ფაქტის დადასტურება ვერ მოხერხდა. პაკისტანის არმიის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ რაც პაკისტანის სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ მეჰსუდი გარდაიცვალა და იგი ორაკზაის ტომებით დასახლებულ რეგიონში დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG