ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის რაკეტსაწინაღო სისტემები სპარსეთის ყურეში


აშშ-ის მედია იუწყება, რომ მთავრობა საპარსეთის ყურის 4 ქვეყანაში რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგების პროცესს აჩქარებს. ამ ქმედებას ისინი ირანთან ბირთვულ საკითხებზე შეუთანხმებლობას უკავშირებენ.

მედიის განცხადებით აშშ-ი რეგიონში ზრდის საზღვაო ფლოტის კონტინგენტსაც. ემატება სპეციალური გემების რაოდენობა, რომელთაც რაკეტების ჩამოგდების უნარი გააჩნიათ. კატარი, კუვეიტი , ბაჰრეინი და გაერთიანებული ემირატები, ეს ის 4 ქვეყანაა, რომელთაც გამოთქვეს თანხმობა რაკეტსაწინაღო სისტემების მათ ქვეყანაში განლაგგებაზე.

ამით ობამას ადმინისტრაცია ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ირანზე. ხოლო ეს უკანასკნელი უარყოფს ბრალდებებს ბირთვუული იარაღის შექმნის მცდელობის თაობაზე.

XS
SM
MD
LG