ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს პატიმრების აპელაციის განხილვა


ალი ალ ბაჰლული გუანტანამოს საპყრობილეში რვა წლის განმავლობაში იმყოფება. მისი ბედი შეერთებული შტატების არმიის სააპაელაციო კომისიის ხელშია. ეს კომისია თეთრი სახლის შორიახლოს მდებარე სასამართლოს შენობაში მოქმედებს. სამი მოსამართლისგან დაკომლექტებულმა საბჭომ ალ ყაიდას პროპაგანდისტისა და ოსამა ბინ ლადენის მედიასთან დამაკავშირებელი ბაჰლულის საქმის ორივე მხარე განიხილა. მას ომის დროს დანაშაულთა ჩადენის მუხლით 2008 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განიხილეს ვიდეო და სხვა მასალა, რომელიც ალ ბაჰლულმა ალ ყაიდაში ამერიკელი ჯიჰადისტების მისაზიდად შექმნა:

„ბრალდების მიერ ბატონი ბაჰლულის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „მუსლიმთა სახელმწიფოს“ სასამართლო პროცესზე გამოყენება, შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას წარმოადგენს. საქმე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ეს კანონი ეჭვმიტანილზე ვრცელდებოდა არამედ იმაში, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი ამერიკის მთავრობას უკრძალავს აზრის გამოთქმის გამო ვინმეს გასამართლებას. ამით ბრალდებამ თავი კანონგარეშე დააყენა. ბატონი ბაჰლულის მიერ ამ დოკუმენტური ფილმის გადაღება კრიმინალურ საქმიანობას არ წარმოადგენს“. ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მაიკ ბერიგანი.

თუმცა ბუნებრივია ამ მოსაზრებას ბრალდება არ იზიარებს:

„ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც მტერი უცხოეთიდან ამერიკის წინაარმდეგ ომს აწარმოებს, მასზე პირველი შესწორება აღარ ვრცელდება. ასეთი მტერი უკვე აღარ ექვემდებარება ჩვეულებრივ კანონმდებლობას“. გვეუბნება ბრალდების წარმომადგენელი კაპიტანი ედუარდ უაიტი.

ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა ექვემდებარება თუ არა ბრალდებულისვის წაყენებული სამხილები ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას და მისი სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლება მართებულია თუ არა.

„მე არ მჯერა იმის, რომ ამ სასამართლომ გადაწყვეტილება აპელაციის შემტანის სასარგებლოდ მიიღოს. ამჟამად იგი უუფლებო მტრად რჩება. სხვაგვარი გადაწყვერტილების მიღება მხოლოდ მომავალში შეიძლება მოხდეს“. ამბობს კაპიტანი უაიტი.

ჯერ-ჯერობით კი არ არის ცნობილი ის თუ როდის გამოიტანენ განაჩენს.


XS
SM
MD
LG