ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონური ავტოგიგანტის „ტოიოტას“  გადაწყვეტილება


იაპონური ავტოგიგანტის „ტოიოტას“ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო მედიის ყურადღება დაიმსახურა. საქმე იმაშია, რომ „ტოიტას“ ხელმძღვანელობამ გაყიდვიდან ამოიღო რამდენიმე ძალიან პოპულარული მოდელი.

ამის მიზეზი კი ის შემოწმება გახდა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ მოდელების ავტომანქანებში სიჩქარეების მომატება მოულოდნელად ხდებოდა. „ტოიოტას“ ოფიციალური პირების განცხადებით, ეს პრობლემა მხოლოდ შეერთებულ შტატებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხებათ, თუმცა არსებობს ევროპაში გავრცელების საფრთხე, რადგანაც ევროპული „ტოიოტები“ ზუსტად იგივე სახის სათადარიგო ნაწილებზე მუშაობს.

ამ შეცდომის გამოვლენის შემდეგ „ტოიოტას“ მარკის რვა მოდელის გამოშვება შეჩერდა.
მიშელ კრებსი ავტომობილემის ინტერნეტმარკეტინგული კომპანიის „ედმუნდს. კომ“-ის თანამშრომელია. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

„ეს ტოოტას ბრენდის გაყიდვების ორ მესამედს, ხოლო მთლიანად კომპანიის გაყიდვების ნახევარს შეეხო. ჩვენ ასეთი მოვლენა აქამდე არასდროს გვინახავს.“
ამბობს მიშელ კრებსი.
ტოიოტამ ამ ავტომობილების ამოღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ზოგიერთი მოდელის ავტომანქანაზე აქსელერატორის მექანიზმი მოიშალა და სიჩქარის პედალმა არ იმუშავა. კომპანიის განცხადებით, მათ არ იცოდნენ ამ, პრობლემის შესახებ ვიდრე ეს ნაკლოვანებები ინციდენტების დროს არ გამომჟღავნდა. ზოგიერთი ინციდენტი ფატალური შედეგითაც დასრულდა. დაზიანებული მოდელების სიაში კი მოხვდნენ : კამრი, კოლროა, რავ 4, ავალონი, მატრიქსი, ტუნდრა, ჰაილენდერი და სეკოია. ტოიოტას ზოგიერთი მფლობელი კმაყოფილია, რომ კომპანიამ ეს პრობლემა დროულად აღმოაჩინა.


„მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად მოხდა, თუმცა ეს შესაძლოა რამდენიმე კვირის წინაც უნდა განეცხადებინათ, როცა ამბობდნენ, რომ დეფექტი სავარუდოდ სიჩქარის პედლის გამო უნდა ყოფილიყო.“ -ამბობს მომხმარებელი ვოქს პოპი.


მარკეტინგული კომპანია ფრესო სტეიტის პროფესორი უილიამ რაისი ამბობს, რომ მოდელების გაყიდვიდაბნ ამორება კომპანიის სარეკლმაო რეპუტაციაზე სეროზულად იმოქმედებს.
„მოსახლეობა შიშის გამო აღარ შეიძენს ამ კომპანიის პროდუქტს, ეს კი მნიშვნელოვანდ დასცემს მათ რეპუტაციას მომხმარებლებში“ -ამბობს უილიამ რაისი

ზოგიერთ მომხმარებელს კი სჯერა, რომ „ტოიოტა“ ისე იქცევა როგორც ეს პასუხისმგებლიანმა კომპანიამ უნდა გააკეთოს:


„შეცდომები ყველგან ხდება. რადგანაც მათ დაიწყეს ამოღების პროცესი, ისინი გახსნილად მოქმედებენ საკუთარი მომხარებლის წინაშე და მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი უკუსვლაა. მე არ ვფიქრობ რომ ეს საერთო ჯამში ტოიოტას მარცხს მოასწავებს“
ამბობს მომხმარებელი ვოქს პოპი.

კომპანიაში აცხადებენ რომ ეს პრობლემა შეერთებულ შტატებში მოხდა და იაპონიაში მოქმედ ქარხნებზე გავლენა არ ექნება, თუმცა არაა გამორიცხული რომ ევროპაშიც გავრცელდეს. დეფექტი ტოიოტას კომპანაიში გასულ წელსაც აღმოჩნდა, რისი მიზეზითაც გაყიდვიდან დაახლოებით ოთხი მილიონი ავტომობილი ამოიღეს.



XS
SM
MD
LG