ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი  სასამართლოს წინაშე წარსდგა


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი დღეს სამთავრობო საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსდგა ერაყში ომის დაწყების გასამართლებლად.

მან განაცხადა რომ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი ეს იყო ამაზრზენი და მათ არ ჰქონდათ გარისკვის უფლება, რადგან ჰუსეინის რეჟიმს ნებისმიერ დროს შეეძლო მასობრივი განადგურების იარაღის განვითარება. ტონი ბლერის თქმით, 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ამერიკული და ბრიტანული შეფასებებმა აჩვენა, რომ სადამის რეჟიმი უფრო მეტად აგრესიული ხდებოდა. ტონი ბლერი 2003 წელს პირველი ლიდერი იყო, ვინც შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ერაყში შეჭრის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ორივე მათგანი ირწმუნებოდ, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, თუმცა, ერაყის ოკუპაციის შემდეგ ასეთი იარაღი დღემდე ვერ აღმოაჩინეს.


XS
SM
MD
LG