ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ხაზინის დეპარტამენტის სანქციები


გუშინ ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი , რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა საბანკო ანგარიშების გაყინვა უკანონოდ ჩაითვალა. ერთი კვირით ადრე კი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ბრიტანეთის პოლიციის მიერ ჩხრეკისა და დაკავების გარკვეული მეთოდები არალეგალურად შეაფასა.

უზენაესი სასამართლოს დასკვნით, ტერორიზმში 5 ეჭვმიტანილის ფინანსური შეზღუდვა სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოებისას მათი უფლებების შელახვას წარმოადგენს. საბანკო ანგარიშების გაყინვაზე ბრიტანეთის ხაზინის დეპარტამენტმა 2006 წელს მიიღო გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯს ხაზინა საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სურვილით ხსნიდა.

პარლამენტმა ეს ინიციატივა არ დააკმაყოფილა, ხოლო უზენაესი სასამართლოს განცხადებით ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ პარლამენტის თანხმობა უნდა მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ხაზინის დეპარტამენტის პრესმდივანი აცხადებს, იგი შეეცდება პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით მიიღოს კანონმდებლობა , რათა საბანკო ანგარიშების გაყინვის პროცესი არ შეფერხდეს. უფლებადამცველი ერიკ მეტკალფი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრტანეთში დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს იცავს.

- ეს არის დემოკრატია , რომელიც კანონის უზენაესობას ემყარება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რამდენად სწორად იქნება შედგენილი კანონები დემოკრატი კანონმდებლების მიერ , თანაც ამ დროს არ უნდა დაირღვეს ადამინის უფლებები. ამ საქმეში გარეულ 5 ეჭვმიტანილს კვირაში მხოლოდ 20 დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის გამოტანის უფლება ჰქონდათ, სხვა ხარჯებზე კი სპეციალური ნებართვის მიღება უწევდათ.

ხუთივე, ალყაიდასთან კავშირსა და პაკისტანის ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების გამოა ეჭვმიტანილი, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვთ წაყენებული ბრალდება და არცერთი მათგანი არაა გასამართლებული. ბატონი მეთკალფის განცხადებით:

- ვფიქრობ, რომ მოხდა კრიმინალური სასამრთლოს სისტემის უგულვებელყოფა , რაც კანონის მიხედვით ყველაზე ეფექტური იარაღია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლის ნაიჯელ ინკსტერის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ტერორიზმში ეჭვმმიტანილების სისხლის სამართლის პროცესის წარმოება.

- ბრიტანეთში უდავოდ არსებობენ ისეთი პირები, რომელთაც ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ, მაგრამ ოსტატურად ახერხებენ კანონის ფარგლებში მოქმედებას. ამის გამო მათი გასამართლება შეუძლებელი ხდება.

ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც ბრიტანეთის ანტი ტერორისტული ბრძოლის ხერხებს გმობს. ევროპის ადამინის უფლებების სასამართლომ კი გასულ კვირას დაგმო ბრიტანეთის პოლიციის მიერ იმ პირების დაკავება და ჩხრეკა, რომელთა წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

გაეროს გამომძიებლები ადამინის უფლებების დარღვევების საკითხებში თავის მხრივ მიუთითებენ იმაზე, რომ ბრიტანეთის მთავრობა დაკითხვის სასტიკ მეთოდებს იყენებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ. ზოგოერთი მათგანი კი უკანონოდაც იყო დაკავებული.

ბატონი ინკსტერის განცხადებით აშშ-ისა და ბრიტანეთის ხელისუფლება დიდი წინააღმდეგობების წინაშე დადგნენ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. მათ არ იცოდნენ თუ როგორ უნდა მოექციათ კანონის ჩარჩოებში ანტიტერორისტული კამპანია.

2001 წლამდე არსებული ანტიტერორისტული კანონები არ იყო დახვეწილი, ამასთან არ იყო ადექვათურად გათვალისწინებული ახალი გარემოებები. ეს ჩემის აზრით დღესაც არ შეცვლილა.

ბრიტანეთში დაახლოებით 50-მდე ადამინია, რომელთაც ხაზინის დეპარტამენტის სანქციები აქვთ დადებული, ამიტომ მათ უწევთ მთავრობის ნებართვის აღება ფულის ხარჯვის დროს. ხოლო იმათ ვინც ეჭვმიტანილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, პატიმრობა ემუქრებათ.


XS
SM
MD
LG