ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიმართა ნატოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა


რუსეთის გენშტაბის უფროსი-ნიკოლაი მაკაროვი ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაურს, იტალიელ ადმირალ ჯიანპაოლო დი პაოლას შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და რუსეთის მიერ ნატოს ჯარების დახმარების საკითხები იყო.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვში ამ საკითხის შესათანხმებლად დეკემბერში ჩავიდა.

დღესდღეობით, რუსეთი ნატოს უფლებას აძლევს ავღანეთისთვის განკუთვნილი ტვირთი საკუთარ ტერიტორიაზე მატარებლით გაატაროს. მოსკოვი, ასევე, შეთანხმების თანახმად, უფლებას აძლევს ამერიკას მისი საჰაერო სივრცე გამოიყენოს და ნატოს ჯარები და აღჭურვილობა ავღანეთში გადაიტანოს.

რასმუსენს სურს ეს უფლება არა მხოლოდ ამერიკულ თვითმფრინავებს, არამედ ნატოს რეისებსაც მიეცეთ.


XS
SM
MD
LG