ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასროფის მსხვერპლებს კვლავ ეძებენ 


ლიბანის , ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სამაშველო ჯგუფები ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის მგზავრთა ცხედრების ძებნას განაგრძობენ.

თვითმხილველთან განცხადებით,გუშინ ბოინგ 737-მა ბეირუთიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა და ცეცხლმოკიდებული ზღვაში ჩავარდა.

ავიალაინერის ეკიპაჟის 8წევრი და 90 მგზავრი, რომელთა უმეტესობა ლიბანის და ეთიოპიის მოქალაქეები იყვნენ ადის აბებაში მიფრინავდნენ.ოფიციალური ცნობით,მგზავრებიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრთა ნათესავებს უახლოეს ხანში დაღუპულთა შესახებ ძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდებათ.

XS
SM
MD
LG