ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში გრძელდება ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ძებნა


უამინდობა ხელს უშლის ლიბანის სანაპიროსთან ეთიოპური ავიალაინერის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრების ძებნას. ლიბანელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ვინმე გადარჩენილიყო ამ ავიაკატასტროფაში. მთლიანობაში მხოლოდ ბორტზე მყოფი 34 დაღუპული მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს. ეთიოპური ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ი 90-ი მგზავრით და ეკიპაჟის წევრებით ბორტზე ბეირუთიდან აფრენიდან 5 წუთიშ შემდეგ ხმელთა შუა ზღვაში ჩავარდა. თვითმხილველთა თქმით ზღვაში ჩავარდნამდე თვითმფრინავის ფიუზელაჟი ცეცხლის ალში გაეხვა. ლიბანელი ოფიციალური პირები ამ ავიაკატასტროფას უამონდობას და არა ტერორიზმს უკავშირებენ. ეთიოპიის ავიახაზები აფრიკის კონტინენტზე წამყვან ავიაკომპანიად ითვლება.

XS
SM
MD
LG