ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აფეთქებას 18 ადამიანი შეეწირა


ერაყის მთავრობის განცხადებით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ცენტრალურ ბაღდადში დაიღუპა 18 და დაშავდა 80 ადამიანი. თვითკმვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა ერაყის პოლიციის კრიმინალური ლაბორატორიის მახლობლად.

პოლიციის თქმით, ბომბის აფეთქების შედეგად ქარადას უბანში განლაგებული სასამართლო ექსპერტიზის ოფისი დაზიანდა.

ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულ და დაშავებულ პირებს შორის ბევრი ერაყელი პოლიციელია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბაღდადის სამ სასტუმროზე მიიტანეს იერიში. შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 71 კაცი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ტერორისტებმა ააფეთქეს მანქანებში დამონტაჟებული ბომბები ბაღდადის იშტარ შერატონის, ალ-ჰამრისა და ბაბილონის სასტუმროებთან.

XS
SM
MD
LG