ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრატეგიულ შეიარაღებათა  შეთანხმება მუშავდება


რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის განცხადებით შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმება 95 პროცენტით დასრულებულია

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმება 95 პროცენტით დასრულებულია, მაგრამ შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო გეგმები მიმდინარე მოლაპარაკებებს დაბრკოლებებს უქმნის.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ბატონმა მედვედევმა აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ახალი შეთანხმება მალე გაფორმდება.

მაგრამ მისი აზრით, ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ დისკუსიის წარმართვა ანტი-სარაკეტო სისტემის განხილვის გარეშე მცდარი იქნებოდა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ევროპაში შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის გეგმას ახალი შეთანხმების მთავარი დაბრკოლება უწოდა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ დიალოგი შეიარაღებათა შემცირების შესახებ მხოლოდ სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებას ეხება. ისინი აღნიშნავენ, რომ თავდაცვითი შეიარაღების განხილვა სხვა ფორმატში უნდა წარიმართოს.

XS
SM
MD
LG