ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის ლიდერი კანადაში იმყოფება


ჰაიტის პრემიერ მინისტრი კანადაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს მიწისძვრასთან დაკავშირებული აღდგენითი სამუშაოების კოორდინაციის თაობაზე

ჰაიტის პრემიერ მინისტრი ჟან-მაქს ბელერივე კანადაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ჰაიტისთვის დახმარების გამოყოფა განიხილება. ამასობაში მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ მაშველები ჰაიტის მოსახლეობისთვის საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მიწოდებას აგრძელებენ.

დღეს მონრეალში გახსნილ საერთაშორისო კონფერენციას კანადის პრემიერ მინისტრი სტივენ ჰარპერი უძღვება.

კონფერენციას ესწრებიან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საგარეო საქმეთა მინისტრები ათზე მეტი ქვეყნიდან, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვირას ჰაიტის მთავრობამ 12 იანვარს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი გამოაქვეყნა, რომელიც ამჟამად 150,000 მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში მხოლოდ ჰაიტის დედაქალაქში დაღუპულები შედიან.


XS
SM
MD
LG