ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირში ათასობით დემონსტრანტი ქუჩებში გამოვიდა



დღეს ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირში ათასობით დემონსტრანტი ქუჩებში გამოვიდა. ისინი ინდოეთის არმიას უდანაშაულო სამოქალაქო პირის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

პოლიციის განცხადებით, მუშთაქ აჰმედ მირი გვიან შაბათს მოკლეს, როცა იგი შემთხვევით ინდოეთის სამხედრო ძალებსა და მუსლიმ მეამბოხეებს შორის საბრძოლო შეტაკებაში აღმოჩნდა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ უდანაშაულო სამოქალაქო პირი ინდოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.

პოლიციის განცხადებით, პარასკევს მომხდარ ინციდენტში დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე სამოქლაქო პირი, როცა სამართალდამცველებმა იმავე რეგიონში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

გამომძიებლები იტყობინებიან, რომ საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ რაც პოლიციამ ქალაქ შრინაგარიდან 30 კილომეტრით დაშორებული სოფლის მახლობლად გზატკეცილზე საგუშაგო პუნქტი გახსნა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ საგუშაგო მუსლიმანურ სამლოცველოში მისვლას აფერხებდა.



XS
SM
MD
LG