ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიში ბანკები ამუშავდა



ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ, რომელმაც 110 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,ჰაიტიში ბანკები პირველად ამუშავდა.ბანკის თანამშრომლები ხალხის დიდ ნაკადს ორმაგი უსაფრთხოების ზომებით დახვდნენ.


ოფიციალური პირების განცხადებით, ფული მოქალაქეთა ჯიბეებში ქვეყნის ფეხზე წამოდგომის ერთ-ერთი გზაა.


კუნძულზე ყველანარი საქონელი ხელმისაწდომია, მაგრამ ხალხს ფული არ აქვს. ჯორჯ მაზელიერიამბობს, რომ ის მეგობრებისა და მეზობლების ხელგაშლილობამ გადაარჩინა.

“მინდა შევამოწმო ოჯახმა ფული ხომ არ გადმომიგზავნა, ჯიბეში ფული არ მაქვს, წყალსა და საკვებს ხალხს ვთხოვ, საბედნიეროდ დღესბანკები გაიხსნება და ყველაფერი დალაგდება.”

ხალხის მომწყდარი ტალღის კონტროლირება გაეროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისთვის მთავარი საზრუნავი იყო. ამერიკის ხმამ “სოგებანკის” ფილიალი ქალაქგარეთ მოინახულა, სადაც ხალხიბანკის გახსნას რიგში მშვიდად ელოდა.ნაღდი ფულის ლიმიტი 2500 დოლარს შეადგენს, რათა თანხა ყველას ეყოს.

დღეს ჰაიტის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ხალხისთვის საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულია. ედვარდ ტოლეიმანს ოჯახთან ამერიკაში, მიწისძვრის შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია.


“ტელეფონი არ მიმუშავებს, უნდა შევამოწმო, ეგებ "Western Union"-ით თანხა გადმომიგზავნეს. “


“ანუ თქვენ ზუსტად არ იცით და უბრალოდ იმედოვნებთ რომ თანხა ანგარიშზე გაქვთ?”

"ეგებ არის რაღაც თანხა ჩემთვის, ამის იმედი-ღა მაქვს.”


ბანკის თანამშრომლები ღელავენ, რომ ბევრი კლიენტისთვის იდენტიფიცირება შეიძლება მთავარი პრობლემა იყოს,რადგან ბევრმა ჰაიტელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა.ბანკის თანამშრომლები საიდუმლო ინფორმაციას ეყრდნობიან, კლიენტების პერსონალური დეტალების კითხვით და დადგენით.


XS
SM
MD
LG