ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი იაპონიის პოლიტიკურ სფეროში


იაპონიის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერი უარყოფს ბრალდებებს ფინანსურ სკანდალში მონაწილეობის თაობაზე. მისივე განცხადებით იგი არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოჩირო ოზავა უარყოფს არალეგალურად რაიმე თანხის აღებას და აცხადებს რომ იგი არ დატოვებს იაპონიის დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის პოსტს.

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ოზავას მიმართ აწარმოეს რამდენიმე საათიანი დაკითხვა. დაკითხვისას პროკურორები ცდილობდნენ დაედგინათ ჰქონდა თუ არა ოზავას ან მის კოლეგებს აღებული თანხა სამშენებლო კომპანიისგან . დაკითხვამდე რამდენიმე ხნით ადრე მოეწყო რეიდი ოზავას ოფისში და მისი სამი თანამშრომელი დააპატიმრეს.

სკანდალმა წინ წამოსწია პრემიერ მინისტრის იუკიო ჰატოიამას მთავრობის პოპულარობის საკითხი. სავარაუდოდ ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.


XS
SM
MD
LG