ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიზე სამაშველო და საძიებო სამუშაოები დასრულდა


გაეროს ოფიციალური პირების განცხადებით ჰაიტის ხელისუფლებამ სამაშველო და საძიებო სამუშაოები დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებების გაწევა გრძელდება.

გაეროს განცხადების თანახმად, სამაშველო სამუშაოების შედეგად პარასკევს 132 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ჰაიტის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რიცხვიც გამოაცხადა - 111 481 ადამიანი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა 200 ათასზე მეტია.

გაეროს მონაცემებით, ჰაიტელები დედაქალაქს მასობრივად ტოვებენ და ქვეყნის პროვინციებისკენ მიემართებიან. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, უსახლკაროდ დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია დარჩენილი.


XS
SM
MD
LG