ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ისლამის შესახებ


ამერიკელების ორი მესამედი ამბობს, რომ ისლამის შესახებ არაფერი იცის. მაგრამ ამასთან ერთადამერიკელების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისლამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და მის მიმდევრებსაც უარყოფითად აფასებს.

გალაპის მუსლიმური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უფრო მეტ ნაწილს აქვს მუსლიმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ვიდრე ქრისტიანების, ებრაელების ან ბუდისტების მიმართ.

ამერიკელების 40 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ისლამის მიმართ წინასწარ შექმნილი ცრუ შეხედულება აქვს, ხოლო სხვა რელიგიებზე კი იგივე აზრი მხოლოდ 20-მა პროცენტმა გამოხატა. დალია მოგაჰედი გალაპის მუსლიმური კვლევების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. მისი აზრით გამოკითხვამ მოულოდნელი შედეგები აჩვენა:

“არსებობს ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ადამიანები, რომლებიც ღრმა მორწმუნეებად ითვლებიან უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან სხვა რელიგიებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა.”

იმ ხალხს, რომლებიც ნებისმიერი სახის რწმენას მისდევენ და კვირაში ორჯერ მაინც ესწრებიან ღვთისმსახურებას, ორჯერ ნაკლებად უყალიბდებათ ისლამის მიმართ ცრუ შთაბეჭდილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების უმრავლესობა ისლამის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ქალბატონი მოგაჰედი ამბობს, რომ უკანასკნელი გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის გაუმჯობესებას ასახავს. ის ასევე აცხადებს, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვებიც შედარებით შეიცვალა და ამერიკის მიმართ დადებითმა დამოკიდებულებამ იმატა.

ქალბატონი დალიას თქმით, პრეზიდენტი ობამას ძალისხმავას, რომ ამერიკელებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს, უკვე დადებითი შედეგები მოაქვს. იბრაჰიმ ჰუპერი ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, ცენტრიც აქტიურად მუშაობს ამერიკელებში ისლამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ისლამური რწმენის შესახებ ხალხის განათლების მიმართულებით.

„ყურანი ისლამური რელიგიის ფუძემდებელი დოკუმენტია. თუ ხალხს მასზე ხელი მიუწვდება და მის წაკითხვას შეძლებს, ისლამსა და მუსლიმებზე არასწორი ინფორმაციც ნაკლები ექნება,“

ამბობს ბატონი ჰუპერი. ბატონი ჰუპერი და მისი ორგანიზაცია ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც ყურანის 100 ათასი ასლი ადგილობრივი, საშტატო და ეროვნული მთავრობის წარმომადგენლებს უნდა დაურიგონ, რითიც ბატონი ჰუპერი იმედოვნებს, რომ მის რელიგიაზე საზოგადოების უარყოფით შეხედულებას შეამცირებს.


XS
SM
MD
LG