ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წელი- გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება


გაეროს მოხსენების თანახმად, 2010 წელს გლობალურ ეკონომიკაში 2,4 პროცენტიანი ზრდა იქნება და გამოჯანსაღება დაიწყება. ამის ნიშნები უკვე სახეზეა. ბაზრები დარტყმის შემდეგ ფეხზე დგებიან, საერთაშორიოს ვაჭრობა და სამრეწველო წარმოება კვლავ ამოქმედდა და ბანკებმაც დაიწყეს სესხების გაცემა. ეს ეკონომიკის აღორძინების ნიშნებია. „ჰონგკონგში 11,2 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს დაახლოებით ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,2 პროცენტია. ჩვენ არაორდინალური ნაბიჯები გადავდგით საბანკო დეპოზიტების გარანტირებისათვის, მოვახდინეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ვუზრუნველყავით საბანკო სექტორი დამატებითი კაპიტალით სადაც ეს საჭირო გახდა."

აცხადებს ჰონგკონგის აღმასრულებელი დონალდ ცანგი. მან ამის შესახებ ჰონგკონგში გამართულ აზიის ფინანსურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც საერთაშორისო დელეგატები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები რეგიონის ეკონომიკურ მომავალს განიხილავდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი დომინიკ შტრაუსი აცხადებს, რომ აზიამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს მსოფლიოს რეცესიიდან გამოსვლის პერიოდში.

„უზარმაზარი ტრანსფორმაციაა სახეზე და გლობალურ ეკონომიკაში აზიის წილი საგრძნობლად გაიზარდა, ჩვენ ასობით მილიონ ადამიანს სიღატაკის დაძლევაში ვეხმარებით. და ახლა ჩვენ გვაქვს ამ ზრდის კიდევ უფრო გაძლიერების საშუალება, რათა უკვე ერთ მილიარდ ადამიანს დავეხმაროთ სიღარიბის გადალახვაში."

მსოფლიოს ეკონომიკას გამოჯანსაღების ნიშნები 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაეტყო. შტრაუსის განცხადებით ეს გამოჯანსაღება თანაბრად არ მიმდინარეობს. მაგალითად ჩინეთში თუ ინფლაციის პრობლემაა, იაპონაში რეცესიის უკან დაბრუნება არასაკმარის მოთხოვნას შეუძლია. ტაკაში ჰიბინო საბროკერო ფირმას ხელმძღვანელობს.

„მაკროეკონომიკური ვითარება ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. იაპონიაში მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდა არ გვინახავს"

ამბობს ტაკაში ჰიბინო

პროგნოზების მიხედვით აღმოსავლეთ აზიაში 6, 7 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო სამხრეთ აზიაში კი 5,5 პროცენტიანი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკის ზრდას აფრიკის ქვეყნებშიც უღარიბეს ქვეყნებშიც ვარაუდობს.


XS
SM
MD
LG