ჩინეთმა შეერთებული შტატების მიერ პეკინის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტით სარგებლობას აკონტროლებს, დაგმო და განაცხადა, რომ ასეთმა განცხადებებმა შეიძლება ორხმრივ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი იყენებს „ეგრეთ წოდებულ“ ინტერნეტის თავისუფლების კონცეფციას იმისთვის, რომ პეკინის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენოს.ბეკკა მაკკინელი ღია საზოგადოების მკვლევარია. მისი თქმით: „ამ დაპირისპირებამ ხალხს ცენზურის შესახებ შეატყობინა. ასეთ შემთხვევებში ხალხი უფრო მეტად ცდილობს თავი დააღწიოს ამ ცენზურას და იმისი სურვილიც უფრო ძლიერეია, რომ გაიგოს თუ რას მალავენ მისგან.“
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა გუშინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ როგორც ჩინეთმა, ასევე სხვა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, საკუთარ მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობაში ხელი არ უნდა შეუშალონ.