ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის  ხელისუფლება მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს


ჰაიტის მთავრობის განცხადებით, გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაახლეებით 400 ათასი ადამიანია დარჩენილი თავშესაფრის გარეშე. ხელისუფლება მათ გადაყვანას დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მახლობლად მდებარე სოფლებში აპირებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და იმედს იტოვებს, რომ მათი გადაყვანა რაც შეიძლება მალე დაიწყება. შვიდ-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. ისინი უკვე მეორე კვირაა გადატვირთულ კარვებში ცხოვრობენ, სადაც სანიტარული პირობები თითქმის არ არსებობს.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა დღეს გახსნეს ჰაიტის პორტი, რომელიც მიწისძვრის შედეგად ძალიან დაზიანდა. ამერიკის სამხრეთის სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ დუგლას ფრეიჟერის განცხადებით, შეკეთებების შემდეგ პორტს დღეში 150 კონტეინერი ჰუმანიტარული ტვირთის მიღება შეეძლება.



XS
SM
MD
LG