ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი 1990 წლის ტრაგედიას იხსენებს


20 იანვარს აზერბაიჯანი 20 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში 20 წლის წინ, საბჭოთა ტანკებით და ხიშტებით დაღუპულებს გლოვობენ. და მაინც რა იყო საბჭოთა ტანკების უიარაღო ბაქოელებზე გალაშქრების მიზეზი. ეთნოკონფლიქტების გაჩაღება და ერთა შუღლი, ის უკანასკნელი იარაღი იყო საბჭოთა ლიდერების ხელში, რომელიც იმპერიის ბოლო წლებში აამოქმედეს საკუთარი სკამების და საბჭოური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. ამ შუღლის და სისხლიანი დაპირისპირების დათესვას ყველა რესპუბლიკაში ცდილობდნენ. ყველაზე მასშტაბური თავიდანვე ყარაბაღი იყო. ავტონომიური რეპსუბლიკა, რომლის გამოც ერთი რეგიონის ორი რესპუბლიკა ერთმანეთთან სისხლისმღვრელ საომარ მოქმედებებში ჩაება. თუმცა, მანამდე იყო შუღლის გაღვივების ოპერაცია. აზერბაიჯანელებს უნდა შეძულებოდათ სომხები, ხოლო სომხებს აზერბაიჯანელები. ამ სიძულვილით მათ გონება უნდა დაეკარგათ. ეს კი მხოლოდ სისხლიან აქციებს შეეძლო. ახალი სისხლი და ძალადობა კიდევ უფრო მეტი ძალადობის საწინდარი იქნებოდა. სწორედ სისხლით უნდა შენარჩუნებულიყო საბჭოთთა გავლენა. 1988 წელს იყო სუმგაითის ტრაგედია, როდესაც საბჭოთა სპეცსმსახურების მიერ პროვოცირებულმა სისხლსიღვრამ სომხურ ქალაქ სუმგაითში აზერბაიჯანელების უმოწყალო დევნა გამოიწვია. ამის შემდეგ დაიწყო შუღლის და ზიზღის გაღვივება. ეს ზიზღი კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ და მეგობრულ ქალქს ბაქოსაც მიწვდა.სადაც უამრავი სომეხი ცხოვრობდა. ბაქოშიც საბჭოთა ტანკები ვითოცმდა ამ დაპირისპირების მოსაგვარებლად ჩაიყვანეს. თუმცა ბაქოს სისხლიანი ქუჩები საბჭოური მეთოდებით მოგვარების კლასიკური შედეგი გამოდგა.

20 წლის წინანდელი მოვლენების შეფასება ამერიკისხ მა ამერიკელ ანალიტიკოსს პოლ გობლს სთხოვა. პოლ გობლი:

„მე ვფიქრობ, რომ „შავი იანვრის“ ტრაგედია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აზერბაიჯანისათვის. აზერბაიჯანი ფიქრობდა, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს აიძულებდა სომხეთს, რათა მათ უარი ეთქვათ ყარაბაღზე, თუმცა მოსკოვის მიერ ძალის გამოყენებამ ბაქოში უდიდესი გავლენა მოახდინა, რათა აზერბაიჯანს,რომელიც მანამდე რუსეთისადმი საკმაოდ ლოიალური რესპუბლიკა იყო, დაეყენებინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის საკითხი. ამდენად მე ვფიქრობ, რომ „შავი იანვარი“ ტრაგიკული, მაგრამ გადამწყვეტი დღეა აზერბაიჯანული ეროვნული მოძრაობისთვის.“

კითხვაზე თუ რამ განაპირობა კრემლის სამხედრო დარტყმა ბაქოზე, ალმაატას და თბილისის მოვლენების შემდეგ, გობლი პასუხობს:

„ალმაატაში და თბილისში ძალის გამოყენება რაღაც ჩარჩოებში მაინც ჯდებოდა. ეს იყო ხალხის დაშლა ტრაგიკული შედეგებით, თუმცა მაშინ საბჭოთა რეჟიმი ჯერ კიდევ არ ფიქრობდა, რომ ალმაატას და თბილისი მოვლენები საფრთხეს უქმნიდა არსებულ საბჭოთა წესრიგს. ბაქოში კი მათ ამ წესრიგისთვის საფრთხე თვალნათლივ დაინახეს.აქ ძალზედ სწრაფად აზერბაიჯანელებმა მოახდინეს ნაციონალური ძალების მობილიზება და დღის წესრიგში დადგა ყარაბაღის გათავისუფლება, ყარაბაღის ხელახლა დაბრუნება აზერბაიჯანის საზღვრებში.აზერბაიჯანის კომუნისტური პარტია იმ დროს 45 ათასმ ა აზერბაიჯანელმა დატოვა. ეს უკვე ძალზედ შემაშფოთებელი იყო კრემლისთვის. ვითარება აფეთქების წინაშე იდგა.“

პოლ გობლი წლების განმავლობაში აზერბაიჯანში ცხოვრობდა. ის ამბობს:

„20 წლის შემწედაც კი 1990 წლის 20 იანვარი უმნიშვნელოვანეს თარიღია აზერბიჯანის ისტორიაში. ეს არის ნაციონალიზმის ხელახლა დაბადების თარიღი. ეს არის დღე რომელსაც აზერბაიჯანელი ხალხი ვერასდროს დაივიწყებს.“

134 დაღუპული, 700-ზე მეტი დაჭრილი და დასახიჩრებული, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული - აი ეს არის 1990 წლის 20 იანვრის, იგივე „შავი იანვრის“ სტატისტიკა. საბჭოთა რეჟიმისთვის ხომ ტრაგედია 1 ადამიანის სიკვდილი იყო, ხოლო ასობით ადამიანის კი უბრალო სტატისტიკა. თუმცა ეს აღარ იყო სტალინური იმპერიის გარიჟრაჟი, 1990 წელს საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და დღეებს ითვლიდა. ბაქოში უდანაშაულო ადამიანებზე ტანკებით გადავლა კი ალბათ უკანასკნელი გაბრძოლება, ბოლო გაფართხალება იყო. ალმაატა, სუმგაითი, თბილისი, ვილნიუსი და ბოლოს ბაქო. ეს საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი წლების სისხლიანი ეპიზოდებია, ეპიზოდები, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა, და საუკუნეთა განმავლობაში ეხსომებათ მომავალ თაობებს, რომ ერთ დროს არსებობდა ბოროტების იმპერია, რომელსაც არასდროს აღარ უნდა დავუბრუნდეთ.

XS
SM
MD
LG