ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდამსხმელი ციხიდან გამოუშვეს


1981 წელს რომის პაპზე იოანე პავლე მეორეზე თავდასხმაში ბრალდებული თურქის ადვოკატის განცხადებით, დღეს 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ მეჰმეტ ალი აღჯა ციხიდან გამოუშვეს.

ადვოკატის განცხადებით, 52 წლის მეჰმეტ ალი აღჯას ანკარასთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ, ხოლო შემდეგ კი მას საავადმყოფოში მოათავსებენ.

აღჯამ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ის იმ კითხვებზე გასცემს პასუხებს, რომელიც მის დანაშაულთან არის დაკავშირებული.

აღჯამ საკუთარი თავი „სამარადისო ქრისტედ" გამოაცხადა და ორშაბათს მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იგი ამტკიცებს, რომ „მსოფლიო ამ საუკუნეს არ გადაურჩება."

XS
SM
MD
LG