ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ბენიამინ ნათანიაჰუ ჩადის


ისრაელის პრემიერ -მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ მინისტრებთან ერთად ბერლინში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებსა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

ეს ორ სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

გერმანიისა და ისრაელის მთავრობის შეხვედრისას ლიდერები ებრაელი ჯარისკაცის გათავისუფლების შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც ღაზას სექტორში ჰამასის მოძრაობამ რამდენიმე წლის წინ აიყვანა ტყვედ.

საუბრისას ასევე ირანის ბირთვულ საქმიანობა და პალესტინა-ისრაელის გაჭიანურებულ მოლაპარაკებებიც განიხილება.


XS
SM
MD
LG