ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს' ლიდერთან


ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს. გასული წლის აპრილის საპროტესტო აქციების შემდეგ, ოპოზიციური სპექტრის აზრი ორად გაიყო. ნაწილი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ თბილისის მერის არჩევნებს დათანხმდა და ეს გზა უფრო დიდი მიზნის - ხელისუფლების მთლიანად შეცვლის დასაწყისად დასახა.

ოპოზიციის ნაწილმა კი თავიდანვე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ „გადმოგდებული“ ადგილობრივი არჩევნები ისევ არსებული რეჟიმის გახანგრძლივებას ისახავს მიზნადო. მათი აზრით, ხელისუფლება მერის არჩევნებსაც გააყალბებს და საბოლოო გზად ისევ პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი სპარეზიდენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნა რჩება.

ყოველივე ეს საქართველოს მოსახლეობას მოახლოებული არჩევნებისადმი სკეპტიციზმს უფრო მეტად უღვივებს. იმედგაცრუება კი არა მხოლოდ არჩევნების შედეგებისადმი, არამედ ქვეყნაში სასიკეთო ცვლილებების პერსპექტივისადმი იგრძნობა. ასეთ ვითარებაში კი, ყველა გამოთქმულ იდეაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს იდეა ისეთ ადამიანს ეკუთვნის, რომლისმოღვაწეობასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.

კიდევ უფრო მეტი ფასი გამოთქმულ მოსაზრებას მაშინ ეძლევა, თუ მისი ავტორის ხმა მოსახლეობას მონატრებული აქვს. რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთი პიროვნებისგან ახალი იდეაც დაიბადა. ქართველმა კლასიკოსმა ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა წინასწარ დასამარცხებლად განწირულ არჩევნებში მონაწილეობას "ფუჭი იმედი" უწოდა და ქართველ ერს ეროვნული ყრილობის გამართვა შესთავაზა.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ბატონ ჭაბუას იდეისადმი ქართული ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებით დაინტერესდა. ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ლიდერს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს.მოისმინეთ:




XS
SM
MD
LG