ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის ყოფილი პროკურორი ბრალდებებს უარყოფს


თეირანის ყოფილმა პროკურორმა უარყო პარლამეტის წევრების კრიტიკა, რომელბიც მას ბრალს დებენ ოპოზიციის აქტივისტების გასამართლებაში, რის შედეგადაც ბევრი ციხეში აღმოჩნდა, სადაც მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

გასულ კვირას ირანის პარლამენტმა გაავრცელა მოხსენება, რომელშიც გაკრიტიკებულია თეირანის ყოფილი პროკურორი საიდ მორთაზავი. მას ბრალი ედება კაჰრიზაკის ციხეში 147 ოპოზიციის აქტივისტის გაგზავნაში. კაჰრიზაკის ციხეში საკნების ნაკლებობის გამო დაპატიმრებული ოპოზიციონერები 70 კვადრატული მეტრის საკანში იყვნენ მოთავსებულები სათანადო სანიტარული პირობების გარეშე.


XS
SM
MD
LG