ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკული მომენტები"


თუ თქვენ 30წლამდე ასაკის ხართ და თან ამერიკაში ცხოვრობთ, კეთრინ პეტერსონის მოთხრობები წაკითხული აუცილებლად გექნებათ. ცნობილი ამერიკელი და არაერთი ლიტერატურული პრიზის მფლობელი მწერალი კეთრინ პეტერსონი კონგრესის ბიბლიოთეკამ მოზარდთა ლიტერატურის დარგში ეროვნული ელჩის პოსტზე დანიშნა.

კონგრესის ბიბლიოთეკის უფროსის ჯეიმს ბილინგტონის თქმით,პატერსონმა ამერიკელ მოზარდებს ზოგადად წიგნის სიყვარული ასწავლა.

30-მდე გამოცემული წიგნის ავტორმა კეთრინ პეტერსონმა გასული საუკუნის 70-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა. მისი ორი წიგნი "Bridge to Terabithia"" და „Jakob have I loved" ნიუბერის პრიზებითაა დაჯილდოვებული.

კეთრინ პეტერსონის წიგნები იმითაა გამორჩეული,რომ მათი სიუჟეტი მრავალმხრივია და მრავალ თემას მოიცავს. მოზარდები ამ მოთხრობებში ცხოვრების მარადიულ ჭეშმარიტებებს ეზიარებიან და მომავალში მოსალოდნელი სირთულეებისთვისაც ემზადებიან.

ამჟამად პეტერსონი 77წლისაა,5იანვარს მწერალმა მოზარდებთან შეხვედრაზე განაცხადა:

იკითხეთ წიგნები დაუსრულებლად...იკითხეთ რათა ცხოვრება გაილამაზოთ..."

ამერიკელმა ესტრადის ვარკვლავმა უითნი ჰიუსტონმა მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება ახალი ალბომით აღნიშნა. ალბომს სახელად „I look to you' ჰქვია. სიმღერამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

ამჟამად უითნი ჰიუსტონი მსოფლიო ტურნესათვის ემზადება.საგასტროლო კონცერტები თებერვალში იაპონიიდან დაიწყება და მომღერლისთვის ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი იქნება.

რამოდენიმე წლიანი პაუზა ჰიუსტონის მუსიკალური კარიერაში მისმა პირადმა ცხოვრებამ განაპირობა.მუსიკოსი წლების მანძილზე ნარკოტიკებს აქტიურად მოიხმარდა და ესტრადას ჩამოშორებული იყო. 2007წელს, მას მერე ,რაც მეუღლეს ბობი ბრაუნს დაშორდა, ჰიუსტონმა მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა და ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო.

2009 წელს უითნი ჰიუსტონი ამერიკის მუსიკის საერთაშორისო დაჯილდოვებაზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს და ახალი სიმღერა სახელწოდებით" I didn't know my own strength", შეასრულა.



XS
SM
MD
LG