ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება



ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც მოსალოდნელია ამ არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ვერ გაიმარჯვებს. ის ხელისუფლებაში 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად მოვიდა. თუმცა მისმა მთავრობამ ვერც ეკონომიკის გაჯანსაღება მოახერხა და ვერც პოლიტიკური სტაბილურობის შექმნა.

გამოკვლევების თანახმად,საპრეზიდენტო მარათონს ორი ლიდერი ჰყავს : პრორუსულად განწყობილი რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკივიჩი და შედარებით პროდასავლურად განწყობილი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი- იულია ტიმოშენკო. ისინი ერთმანეთს უკვე არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.


„ტიმოშენკოს განცხადება, რომ თითქოს რეგიონების პარტია გაყალებებისთვის ემზადება სიცრუეა“


აცხადებს იანუკოვიჩი. მისი თქმით, არჩევნებს მუდამ ხელისუფლება აყალბებს, ხოლო ხელისუფლებაში, კი თავად ტიმოშენკოა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველ ტურში ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს გამარჯვებისთვის საჭირო ხმების დაგროვებას.


XS
SM
MD
LG