ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავის პილოტის ცხედარი ნაპოვნია


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ნაპოვნია ქვეყნის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის პილოტის გვამი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პილოტის გვამი თვითმფრინავის ავარიის ადგილთან ახლოს აღმოაჩინეს. თვითმფრინავი ქალაქიდან კომსომოლსკი ამურზე აფრინდა და 20 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

რუსული სუ-27 სამხედრო თვითმფრინავი ხუთშაბათს დაიკარგა, თუმცა თავდაცვის სამინისტორში ეგონათ, რომ ის კატაპულტირებას გააკეთებდა. ამის დასადასტურებლად კი, განგაშის სიგნალი არავის მიუღია.

რუსეთის მედიის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სუ-27-ებს მოხმარებიდან ამოიღებს ამ ავარიის მიზეზების დადგენამდე.



XS
SM
MD
LG