ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის ლიდერის სიკვდილი არ დასტურდება


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ვერ ადასტურებენ პაკსიტანში მოქმედი თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდას დაღუპვის ფაქტს.

ვაშინგტონის საგანგებო დესპანი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი აცხადებს, რომ მეჰსუდას შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ხუთშაბათს, ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ტერორისტთა ბანაკზე, სადაც სავარაუდოდ მეჰსუდა იმყოფებოდა. მეორე დღეს თალიბანმა გაავრცელა ვიდეო კადრი, სადაც მეჰსუდა სიტყვით გამოდის და აცხადებს რომ ის ცოცხალია, თუმცა გავრცელებული ვიდეოს თარიღი დადგენილი არ არის.



XS
SM
MD
LG