ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა   


აშშ სამამულო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკის აეროპორტებში გასული წლის 25 დეკემბერს დაგეგმილი აფეთქების მცდელობის საპასუხოდ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

სამამულო უსაფრთხოების მინისტრმა ქალბატონმა ჯენეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ აეროპორტების უსაფრთხოების ახალი ზომები გულისხმობს მგზავრთა სპონტანურ შემოწმებასა და დასხივებას, ადგილზე ფედერალური ოფიცრების დისლოცირებასა და ეჭვმიტანილი ტერორისტებისსიაში დამატებითი სახელების შეყვანას.


ნაპოლიტანომ თვითმფრინავების განსაკუთრებით კი უცხოეთიდანშემოსული მგზავრები გააფრთხილა, რომ მგზავრობას უფრო მეტი დრო დაუთმონ. ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ ამერიკა მიზანდასახულ მტერს უპირისპირდება,მანვე გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მგზავრებსა და საჰაერო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.



XS
SM
MD
LG