ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ექსპერტთა ცენტში მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი მაუნთ ჰოლიოკო კოლეჯის მოწვეული პროფესორი რუსეთისა და ევრაზიის სწავლებებში და კრიტიკულ სოციალურ აზროვნებაში, კონსტანტიტე პლეშაკოვია. წიგნი სახელწოდებით“პურის გარეშე არ არსებობს თავისუფლება!” 1989 წლის მოვლენებსა და კომუნიზმის დამხობას ეძღვნება.
ავტორი ცნობილი მოვლენების საკმაოდ განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დამხობისას გამოწვეული რევოლუციების შინააარსი ბევრად რთული იყო ვიდრე უბრალოდ ის, რომ “კარგი” მასები,“ცუდ” რეჟიმებს ამხობდნენ.
აი რას წერს კონსტანტინე პლეშაკოვი:
"ყველაზე საგულისხმო ჩემთვის ის იყორომ ამერიკული პრესა უფრო მეტად წერდა ცივ ომზე ნენსი რეიგანსადა რაისა გორბაჩოვასშორის. სულ ვფიქრობდი, რა იყო საინტერესო1989-ში? ახლაც კი ბულგარეთის ნახვა რუქაზე ბევრს უჭირს, ეს მოხდა 20 წლის წინ, რატომ ადარდებს ხალხს დღემდე? რევოლუციის ისტორია? არ მგონია. ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, ნამდვილი რევოლუცია, კლასიკური გაგებით მხოლოდ პოლინეთში მოხდა, ჩეხოსლოვაკიაშიც, რუმინეთს არა, უნგრეთსა და ბულგარეთსრევოლუცია არც კი უნახავთ.ისტორია არც ისე საინტერესოა და მითუმეტეს არც საგანმანათლებლო. ერთადერთ საინტერესოს რასაც მივაგენი, მთელ ამ პროცესში ჩემთვის მაინც, არის კონფლიქტი პურსა და თავისუფლებას შორის.”
პროფესორი პლეშაკოვი თვლის, რომ სწორედ ამ გაღიზიანებულმა ხალხმა, ეკონომიკური პირობების გაუარესებამთავის დროზე საბჭოთა კავშირი დაშლამდე მიიყვანა. რუსეთის დღევადელი სიტუაცია, ავტორის აზრით 20 წლის წინანდელ მოვლენებს წააგავს, მაგრამ ამჯერად დანაკარგი ქვეყნის მთავრობისთვის არც თუ ისე ღირებული იქნება.
“ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ადრე თუ გვიანჩამოშორდება, ეს ისეთი ცვლილება არ არის, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლა, რა თქმა უნდა დიდებული მოვლენა იქნება თავად რესპუბლიკებისთვის, მაგრამ რუსეთისთვის ეს უბრალოდ იმ პატარა ნაწილის დაკარგვა იქნება, რომელიც რუსულ ნაციონალურ პროპაგანდაში გამოიყენება, მაგრამ რეალურად ძალა არ აქვს.”
კონსტანტინე პლეშაკოვის წიგნი ვუდრო ვილსონის ცენტრის , ცივი ომის საერთაშორისო ისტორიული პროექტის თანადაფინანსებით დაიბეჭდა. მისიშეძენა ვაშინგტონში, რეითერ-ბუკის წიგნების მაღაზიის ქსელში შეიძლება.