ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა ასტრონომებმა ახალი პლანეტები აღმოაჩინეს


ამერიკელმა ასტრონომებმა კეპლერის ტელესკოპის მეშვეობით ახალი პლანეტების აღმოჩენის შესახებ აუწყეს მსოფლიო საზოგადოებას. აღნიშნული ტელესკოპი შარშან მარტში ამოქმედდა.

კეპლერის ტელესკოპი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. თუმცა ტელესკოპის მუშაობის პირველი შედეგების მიხედვით აღმოჩენილია გაცილებით უფრო დიდი ზომის პლანეტები. 4 მათგანი იუპიტერზე უფრო დიდია , მეხუთე კი დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა.

ნასას მეცნიერის უილიამ ბორუკის განცხადებით, აღნიშნული პლანეტები ისე სწრაფად მოძრაობენ ვარსკვლავების ორბიტის გარშემო, რომ იქაური წელიწადი დედამიწის რამდენიმე დღეს უდრის:

" მათ ძალიან მოკლე ორბიტები გააჩნიათ რომლებიც სამიდან ხუთ დღემდე გრძელდება. ამგვარი მოკლე ორბიტები იმის მაჩვენებელია რომ პლანეტები თავიანთი ვარსკვლავებიდან ძალზე მცირე მანძილით არიან დაშორებულნი და ამის გამო იქ მაღალი ტემპერატურაა."

ასტრონომები პლანეტების ტემპერატურის დასადგენად ე.წ. კელვინის შკალას იყენებენ. ამ შკალის მიხედვით ცივი იუპიტერი 124 კელვინით, დედამიწა კი 300 კელვინის ტემპერატურით განისაზღვრება. უილიამ ბორუკის განცხადებით:

" რაც შეეხება ტემპერატურას, გავარვარებული ლავის ტემპერატურა 1300 კელვინს აღწევს. ეს პლანეტები კი გაცილებით უფრო ცხელია და ისინი ვარსკვლავებივით კაშკაშებენ."

ამას წინათ ვაშინგტონში ამერიკელ ასტონომთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც კეპლერის ტელესკოპზე მომუშავე მეცნიერებიც ესწრებოდნენ.

აღასანიშნავია რომ კეპლერის ტელესკოპით შორეული პლანეტის პირდაპირ დანახვა შეუძლებელია, თუ ის დიდი, კაშკაშა ვარსკვლავის ორბიტაში იმყოფება. ამიტომ ასტრონომები ვარსკვლავიდან მომავალ გამოსხივებას აკვირდებიან, რომლის ფონზეც გაიელვებენ ხოლმე მათ ორბიტაზე მყოფი პლანეტები. ახალი პლანეტები რწორედ ამ მეთოდით აღმოაჩინეს.

კეპლერის ტელესკოპით დაახლოებით 100 000 ვარსკვლავზე აწარმოებენ დაკვირვებას, რომლებსაც შესაძლოა თავიანთი პლანეტარული სისტემა გააჩნდეთ.

როგორც სან ხოსეს უნივერსიტეტის ასტრონომი ნატალი ბატალია აცხადებს, ახლად აღმოჩენილ პლანეტებს დაახლოებით ასი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ შერთებულ შტატებში და კანარის კუნძულებზე მდებარე ობსერვატორიებიდან.

კეპლერის ტელესკოპის მეშვეობით პლანეტების გარდა იმ ვარსკვლავების შესახებაც მოიპოვებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას რომელთა ორბიტაზეც ბრუნავენ აღნიშნული პლანეტები. ამერიკელი მეცნიერის რონ გილიჰლენდის განცხადებით ჩვეულებრივი ტელესკოპის მეშვეობით ვარსკვლავის ზომის განსაზღვრა პლიუს-მინუს 10%-ით შეიძლება. კაპლერის ტელესკოპის საშუალებით კი ეს ცდომილება მხოლოდ 1%-მდე დადის.

საინტერესოა რომ ის 100 000 ვარსკვლავი, რომლებსაც კეპლერის ტელესკოპი აკვიდება ნაკლებად აქტიურნი არიან, რაც ნიშნავს რომ მატ მიერ გამოსხივებული რადიაცია საშიში არ იქნება ამ პლანეტებზე სიცოცხლის არსებობისთვის.

მეცნიერები კმაყოფილნი არიან კეპლერის ტელესკოპის მუშაობის შედეგებით და იმედოვნებენ რომ მომავალში დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენის მეტი საშუალება ექნებათ.



XS
SM
MD
LG