ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პაკისტანის ეკონომიკა პარალიზებულია"



პაკისტანის პრეზიდენტი ასი ალი ზარდარი ამერიკის საგანგებო ელჩს პაკისტანსა და ავღანეთში რიჩარდ ჰოლბრუკს უცხადებს, რომ ამერიკის ომმა მეამბოხეთა წინააღმდეგ რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი სრული პარალიზება მოუხდინა პაკისტანის ეკონომიკას.

პრეზიდენტმა ზარდარიმ განაცხადა, რომ ომი ქვეყანას 35 მილიარდი დოლარი დაუჯდა ბოლო რვა წის მანძილზე. პაკისტანის პრეზიდენტმა ამერიკას მოუწოდა ისლამაბადს მიაწოდოს უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგია და დასძინა, რომ ამერიკელთა მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსის მიღწევას უშლის ხელს მიმდინარე ომში ამერკის მონაწილეობის შესახებ.


XS
SM
MD
LG