ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა


უკრაინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბოლომდე მხარს უჭერს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენმკომ დღეს გამართულ პრესს-კონფერენციაზე გააკეთა. ” რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს,პარტიამ (იულია ტიმოშენკოს ბლოკი) საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა, ჩვენ საქართველოს პარტნიორები ვართ და ურთიერთობის ბრწყინვალე ისტორია გვაქვს. პარალელურად, ტიმოშენკომ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართველ დამკვირვებლებს უკრაინის საარჩევნო კომისიამ 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასასწრებად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. პრემიერ-მინისტრი ასევე ბრალს სდებს მის უშუალო და კონკურენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, მასობრივი გაყალბების დაგეგმვაში.
XS
SM
MD
LG