ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში პოლიციის შენობის წინ აფეთქება მოხდა


ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქვეყნის დასავლეთით, ანბარის პროვინციაშიპოლიციის შენობის წინ აიფეთქა. ინცინდენტის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაიჭრა.

თავდასხმა დღეს საყლავიაში,ფალუჯას ჩრდილოეთით მდებარე დაბაში მოხდა.

გუშინ ერაყელმა სამართალდამცველებმა აფეთქება შეაჩერეს და ბაღდადზე ტერორისტული იერიში მიტანის მცდელობაში 25 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.ოფიციალური ინფორმაციით, ერაყის ჯარებმა400 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალებისა და 60 მდე ასაფეთქებელი მოწყობილობის კომფესკაცია მოახდინეს.

სამხედრო პირებმა რეიდის ჩატარება მოქალაქისგანმიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტეს.

XS
SM
MD
LG