ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტ-კომპანია „გუგლის“ ბედი ჩინეთში


ამერიკულმა ინტერნეტ-კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს მისი საძიებო სისტემის ცენზურას ჩინეთში და სულაც შესაძლოა შეწყვიტოს ამ ქვეყანაში ოპერაციების განხორციელება. ამის მიზეზი კი, ჩინეთის უფლებათადამცველების ელექტრონულ ფოსტებზე თავდასხმების გამოაშკარავება გახდა. “გუგლის“ იურიდიული ოფისის ხელმძღვანელმა დევიდ დრუმონდმა განაცხადა, რომ შეტევების სამიზნე „გუგლის“ საფოსტო მისამართები იყო. მისი თქმით, ჰაკერებმა მხოლოდ ორ საფოსტო ყუთში მოახერხეს შეღწევა. „გუგლის“ წარმომადგენელი აზიის ქვეყნებში ჯესიკა პაუელი კი აცხადებს:

„დადასტურდა რომ ეს ორივე თავდასხმა ჩინეთიდან განხორციელდა. ჩინეთში არსებული გარემოს გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ რომ, გადავხედოთ ბიზნეს ოპერაციებს ამ ქვეყანაში და აღარ გავაგრძელოთ ჩინეთში გაფილტრული საძიებო სისტემებით მუშაობა.“

XS
SM
MD
LG