ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-იორდანიის თანამშრომლობა


შეერთებული შტატები და იორდანია უკვე დიდი ხანია, რაც მოკავშირეები არიან. ეს ძირითადად ტერორიზმთან ბრძოლის დროს გამოიხატება. ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ნასერ ჯუდეს მადლობა უთხრა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს გამოვლენილი თავდადებისთვის. ქალბატონი კლინტონის თქმით:- ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი მსოფლიოს რწმენის მქონე, მშვიდობისმოყვარე და საღადმოაზროვნე ადამიანებს აერთიანებს. ტერორისტები ჩვენს ქალაქებს და ხალხს ემუქრებიან. ამიტომაც მათ დაუნდობლად უნდა ვებრძოლოდ. მე კარგად მახსოვს, ამანში 2005 წელს აფეთქებული სასტუმროს ნანგრევები რომ მოვინახულე. მაშინ ტერორისტებმა ქორწილის დროს განახორციელეს ტერაქტი, როდესაც იქ უდანაშაულო ხალხი, ბავშვები და ქალები იმყოფებოდნენ. ამერიკა, იორდანია და მათი მოკავშირეები მთელს მსოფლიოში ერთად უნდა დადგნენ. განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მეორე მიზანს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა, წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბება წარმოადგენს. შეერთებული შტატები ისრაელთან, პალესტინელებთან, იორდანიასთან და სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ერთად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამერიკა მხარეებს შორის მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე განახლებას მოითხოვს. ამერიკას სჯერა, რომ კეთილი ნების გამოხატვის შედეგად, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა და ისრაელის საზღვრების საერთაშორისო აღიარება შეიძლება მოხდეს. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ ჯუდემ განაცხადა, რომ ამერიკასთან ურთიერთობას იორდანია სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ორ ქვეყანას მსგავსი ფასეულობები და რეგიონის მომავლის ერთიანი ხედვა აერთიანებს. იორდანია ტერორისტების სამიზნეს წარმოადგენს. და ამიტომაც ტერორიზმს ჩვენ ყველგან და ყოველთვის დავუპირისპირდებით. ის, რომ იორდანია მონაწილეობას იღებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში, თავად იორდანიის ეროვნულ ინტერესებში შედის. განაცხადა მინისტრმა. ქალბატონმა კლინტონმა კი აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ზემოთქმულ საკითხებთან დაკავშირებით იორდანიასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG